სიახლეები
მიმართვა ომბუდსმენს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის ყოფილი უფროსი
სახალხო დამცველს ე.წ. პიჯაკების
საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსებისკენ მოუწოდებს. თეიმურაზ
ჯანაშიას ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით წაყენებული
ბრალდება, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
9 მილიონი ლარის გაფლანგვას გულისხმობს, დისკრიმინაციულია.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მსგავსი
ხარჯების გაწევა მის წინამორბედსაც და ამ თანამდებობაზე შემდეგ
დანიშნულსაც ევალება, რაც შერჩევით სამართალზე მიუთითებს. ჯანაშია
სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს და რეკომენდაციის
მომზადებისკენ ან ანგარიშში ამ საქმის გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს.