სიახლეები
პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში
რუსეთის მაცხოვრის ტაძარის საკონფერენციო დარბაზში
მოსკოვში ჩამოსულმა პატრიარქებმა და სასულიერო პირებმა რუსეთის პატრიარქს კიდევ ერთხელ მიულოცეს იუბილე და თავის გამოსვლებში მართმადიდებლურ ეკლესიებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საქართველოს პატრიარქმა რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირების გაგრძელების შესაძლებლობას სახიფათო უწოდა. პატრიარქმა კირილმა კი  დღეს არსებული კანონიკური საზღვრების გადახედვასთან დაკავშირებით რუსული ეკლესიის უარყოფით დამოკიდებულებაზე და უკრაინული ეკლესიის მაგალითზე ისაუბრა.
Print