სიახლეები
ძლიერი ქარი იმერეთში
უკვე მეორე დღეა ძლიერი ქარია ქუთაისში.
რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი სახურავის გარეშეა დარჩენილი.  ქარმა რამდენიმე ასწლოვანი ხეც მოგლიჯა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, მერიაში კი ამბობენ, რომ გამოძახებებზე ოპერატიულად რეაგირებენ. ძლიერი ქარია სამტრედიაშიც.  რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი იქაც  სახურავის გარეშეა დარჩენილი.  ამ დროისთვის 25 ათასამდე აბონენტი იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგო პროჯოპრჯიაში აცხადებენ, რომ კომპანია მუშაობის საგანგებო რეჯიმზეა გადასული. ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.
Print