სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამრთლოს სამი მოსამართლე განიხილავს. სხვა კონკრეტული დეტალები პროცესის შესახებ უცნობია - გადაწყვეტილების მოლოდინში კი უზენაეს სასამართლოს „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა და მათი გულშემატკივრების აქცია გაიმართა.
შეკრებას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უზენაესი სასამართლო საქმეს „რუსთავი 2“-ის მოთხოვნის საფუძველზე განიხილავს.
ტელეკომპანიის იურისტები მოითხოვენ რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც არხის 60 %-იანი წილი ქიბრა ხალვაშს მიეკუთვნა, ხოლო 40% მის დაქვემდებარებულ კომპანიას.
სამი მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება 25 იანვრამდე უნდა გახდეს ცნობილი.