სიახლეები
Unicef-ის კვლევა
ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს - გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის მორიგი  კვლევა ჩაატარა. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა, გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. კვლევის თანახმად, ღარიბი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა კვლავ ნაკლებად ხელმისაწვდომია. 2015 წელს ჩატარებული კვლევაში საუბარია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლას, თუმცა, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფებად.
Print