სიახლეები
დავა iTechnic-სა და iPlus-ს შორის
დავა „ეფლის“ პროდუქციით მოვაჭრე ორ კომპანიას შორის და სააპელაციო
სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშულებენ. კომპანიები „აი ტექნიკსი“ და „აი პლიუსი“ ურთიერთბრალდებებს განაგრძობენ. დისკრიმინაციული კამპანიის ბრალდებით შეტანილ სარჩელს უკვე მოყვა „აი პლიუსის“ ანგარიშების დაყადაღება, თუმცა კომპანია ამტკიცებს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერიან ცერცვაძემ იქონია, ვისთვისაც „აი ტექნიკი“ ოჯახური ბიზნესია. უფრო დეტალურად რა არგუმენტები აქვთ კონკურენტ კომპანიებს და დასტურდება თუ არა მოსამართლის ინტერესი ბიზნესში.
Print