უამინდობის შედეგად ქუთაისში ერთი
ადამიანი დაზიანდა.
ძლიერი ქარის გამო თამარ მეფის
ქუჩაზე ხარაჩოდან ჩამოვარდნილმა ფიცარმა ერთ-ერთი ქალბატონი
დააზიანა. დაშავებული ცენტრალურ სააადმყოფოში გადაიყვანეს. მას
ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის მკურნალობას რეანიმაციულ
განყოფილებაში გადის. ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა კი სახურავის
გარეშე დარჩა. სკოლის დირექტორის ირმა შველიძის თქმით, ბავშვების
უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწვალო
პროცესი შეწყდეს.
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო,
რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი
სახურავის გარეშე დარჩა. ქარმა მოგლიჯა ხეებიც დაზიანებულია
ელექტროსადენები.