
თბილისში შესაძლოა უახლოეს
დღეებში მოთოვოს.
სინოპტიკოსები დასავლეთ
საქართველოში უნალექო ამინდს ელოდებიან, თუმცა ქარი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. მცირე თოვაა
შესაძლებელი კახეთის რეგიონშიც. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში
13-18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-7 გრადუსი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25 რიცხვიდან საქართველოს მასშტაბით
გამოიდარებს.