სიახლეები
მაჟორიტართა შეხვედრა პარლამენტში
პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების
შეხვედრა გაიმართა.
როგორც მაჟორიტარებმა განაცხადეს,
შეხვედრა საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდებოდა და მთავარი თემა
მაჟორიტართა ბიუროების ფუნქციონირების საკითხი იყო. დეპუტატების
აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ შეიცვალა მაჟორიტარული ოლქები, მისი
საზღვრები, ცვლილებები ბიუროებზეც უნდა აისახოს. ბიუროთა დაფინანსების
გაზრდის საკითხი დეპუტატებს არ განუხილავთ.