სიახლეები
მინისტრთა კაბინეტის წარდგენა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა    მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა  ფინანსური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ნოდარ ხადური ჩაანაცვლა.

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე ჩაიბარებს.

კიდევ ერთი ცვლილება ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც განხორციელდა, ნოდარ ჯავახიშვილი ზურაბ ალავიძემ ჩაანაცვლა.  ყოფილ მინისტრებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონსტრუქციული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

Print