სიახლეები
სტიქიის მე-3 დღე იმერეთში

იმერეთში უამინდობა გრძელდება.

ძლიერი ქარის გამო მხარის 6 მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. სამტრედიაში 15-მდე მრავალსართულიან კორპუსს, სახელოვნებო სკოლას, სკოლამდელ დაწესებულებას და დაბა კულაში ადმინისტრაციულ ცენტრს სახურავები აქვს გადახდილი.

ასევე, მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტრო სადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა სოფელ დიდ ჯიხაიში გაზის მთავარი მაგისტრალიც დააზიანა, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

სტიქიის შედეგებს ადგილზე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე გაეცნო და საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

Print