სიახლეები
გრიგორი კარასინის განცხადება

რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხს არ გადახედავს.

ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა. აქვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ეს საკითხი მოსკოვში დღის წესრიგში არასდროს დადგება. რუსი დიპლომატი დასძენს, რომ რეგიონში ახალი რეალობაა და ეს ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს.

კარასინის ამ განცხადებას პრემიერი მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველო მსგავს დამოკიდებულებას არ შეეგუება და ილუზიის შექმნა საჭირო არ არის.  მისი თქმით, საქართველო ყველა ბერკეტს გამოიყენებს, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით კონსესუსის მისაღწევად და საკუთარი ინტერესების დასაცავად.

 

Print