საქართველოს
პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილმა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის
თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე
თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
ჩაჩიაბაია პოსტს ოფიციალურად ხვალ გადაიბარებს - რა იქმნება
მისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები?