სიახლეები
სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში 
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნეს. სტრატეგიის მიზანია ერთიანი, მოქნილი დაე ფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის  შემცირებას.
Print