სიახლეები
სტიქიის მე-3 დღე იმერეთში

იმერეთში ძლიერი ქარის გამო ზარალის ოდენობა იზრდება.

ბოლო სამი დღის განმავლობაში სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავები გადახადა. შემთხვევების უმრავლესობა ქუთაისსა და სამტრედიაში მოხდა. არის ფიზიკური ტრავმებიც. რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს. როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და რა ვითარებაა რეგიონში?

 

Print