ახალი კადრი იბარებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველა დანარჩენი ინარჩუნებს თანამდებობას. ევროინტეგრაციაზე კი იმ პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრი იზრუნებს, რომელმაც კოალიცია პროდასავლურ კურსთან დაკავშირებული ეჭვების გამო დატოვა. ვიქტორ დოლიძე ახლა იმ პოსტს დაიკავებს, რომელიც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმა ხმაურით და სხვათაშრის „მაესტროს“ ეთერში დატოვა.