სიახლეები
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა
ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ სასტიკად სცემეს
და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი მომხდარზე განცხადებას აკეთებს და  ზიზი შეყელაძის საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ასევე მათი მოთხოვნაა სასამართლომ მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს კანონით დადგენილ პასუხისგებაში. ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი მამაკაცია დაკავებული.
Print