სიახლეები
გაფრთხილება facebook-ის მომხმარებელს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს.

არ გახდეს ისეთი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი, რომელიც მაგალითად, „ფეისბუკის“ პროფილის ვიზიტორების ვინაობის დადგენას სთავაზობს. როგორც თამარ ქალდანი აცხადებს, თუ მსგავსი საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან. ამიტომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოუწოდებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს  ყურადღებით დააკვირდნენ , რა სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ.

Print