სიახლეები
ამერიკელი სენატორების ვიზიტი
საქართველოს მომავალი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში
ადასტურებს, რომ მზადება  სენატორ მაკკეინისა და გრემის ვიზიტის მოსამზადებლად დაწყებულია.  თარიღები ნოემბრის ბოლოს დაზუსტდება. დავით ბაქრაძის თქმით, ამ საკითხე კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა დღის წესრიგი და შეხვედრების განრიგი ჯერ განსაზღვრული არ არის.  ინფორმაცია, ამერიკელი სენატორების თბილისში ვიზიტის შესახებ ვაშინგტონ პოსტმა გუშინ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან. სტატიაში ასევე საუბარია, რომ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შესაძლოა კონგრესმა შეუშალოს ხელი. როგორც გამოცემაშია ნათქვამი, სენატორები საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურებენ შეერთებული შტატების განზრახვას, რომ რუსეთის აგრესიას შეეწინააღმდეგონ.
Print