სიახლეები
ახალი მთავრობა შეფასებები

ახალი მთავრობა, სავარაუდოდ 26 ნოემბერს დამტკიცდება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს საპარლამენტო კომიტეტები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი" ლიდერის ეკა ბესელიას განმარტებით, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, რომლისთვისაც ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის წევრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი მხრიდან მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდეს.

 

Print