სიახლეები
გათავისუფლება ცხინვალის იზოლატორიდან
ცხინვალის
მილიციის
იზოლატორიდან
რამდენიმედღანი უკანონო
პატიმრობის შემდეგ, ქარელის რაიონის
სოფელ ატოცში მცხოვრები ორი პირი გაათავისუფლეს. 59 წლის გიორგი
გაბარაევი და 45 წლის კონსტანტინე გაბარაევი სოფლის განაპირას
შეიარაღებულმა პირებმა 19 ნოემბერს დააკავეს. თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლომ დაკავებულებს ე. წ საზღვრის“
უკანონოდ გადაკვეთაში დასდო ბრალი და თითოეულს 2000 რუსული რუბლის
ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.