სიახლეები
„გალერია თბილისი“ „Mapic 2016“-ზე
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და კომპანია „თბილისი პლაზას
ხელმძღვანელმა პირებმა„გალერია თბილისი“კომერციული უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - MAPIC 2016 - წარადგინეს. შედგა შეხვედრები დაინტერესებულ რითეილერებთან, სავაჭრო ცენტრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებთან და ციფრული მარკეტინგის ექსპერტებთან. პროექტით რამდენიმე ახალი ბრენდი დაინტერესდა. პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც „გალერია თბილისის“ პროექტის გუნდმა საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რითეილერი H&M-ია. კომერციული უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 1995 წელს დაარსდა და კანში, ყოველწლიურად, ერთ სივრცეში თავს უყრის 8,000-ზე მეტ მონაწილეს. „გალერია თბილისი“ კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $80 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი პირველ ვიზიტორებს 2017 წლის სექტემბერში უმასპინძლებს.

 

Print