სიახლეები
სეზონური ვირუსები
ტემპერატურის  ვარდნასთან ერთად, საქართველოში ვირუსულმა დაავადებებმა იმატა.
ოქტომბრის დასაწყისიდან გახშირებულია დაავადებული პაციენტების რიცხვი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოზრდილებიც.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ექიმები წელს ყველაზე საშიშად გრიპის ვირუსს თვლიან. წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებულ ეპიდემიურ გავრცელებას არ ელოდებიან, თუმცა ვირუსების პრევენციისთვის მშობლებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ.

Print