სიახლეები
აუნაზღაურებელი შრომა
პრობლემა რომელიც დასაქმებულთა
80%-ზე მეტს ეხება.
თუმცა მის დასარეგულირებლად
სახელმწიფო მექანიზმი არ არსებობს.
ზეგანაკვეთური შრომა, ასევე მუშაობა უქმე დღეებში, რაც უმეტეს
შემთხვევებში არ ანაზღაურდება. ამ დროს კანონი ყველა დამსაქმებელს
ავალდებულებს, რომ დამატებითი საათების, ან დღეების დატვირთვის
სანაცვლოდ შრომა ან თანხით, ან დასვენების დღეებით აანაზღაუროს.
პრობლემის მასშტაბურობას ადასტურებენ იურისტები და გაერთიანებული
პროფკავშირების წარმომადგენლები, თუმცა ამბობენ, რომ ჩვენს რეალობაში
პროცესი მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.