
ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალური
შტაბის უფროსის რანგში მუშაობას ოფიციალურად უკვე
შეუდგა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების
ისტორიაში პირველად, გენერალური შტაბის ძველმა უფროსმა , მომავალს
პოსტი ოფიციალურად, საზეიმო ცერემონიალზე გადააბარა. ღონისძიება
ვაზიანის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შედგა და
მას უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი და
სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.