სიახლეები
სერ ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს

საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი საქართველოშია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც მინისტრები  ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.

Print