ფრაქცია „რესპუბლიკელები“ თბილისის მერს, „სითი პარკისთვის“ 25 მილიონის გადასახდელად 5 ვერსიას სთავაზობენ.
ერთ-ერთი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერია, მეორე პირობიანი ახალი ტენდერი, მესამე „ქართუ ბანკია“ სადაც მთავრობას შეღავათიანი დაბალპროცენტიანი კრედიტის აღება შეუძლია „რესპუბლიკელების“ აზრით, 2016 წლის ბიუჯეტში არის გარდამავალი ნაშთი 30 მილიონი, ასეთივე ნაშთი 40 მილიონის ოდენობით გასულ წელსაც იყო და ეს თანხები შესაძლებელია „სითი პარკთან“ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენონ.