სიახლეები
პროკურატურის გადაწყვეტილება

ცოტნე გამსახურდიას გამამტყუნებელი განაჩენი გადაიხედება.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის  შესახებ გადაწყვეტილება  დღეს ოფიცვიალურად დაადასტურა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა გამსახურდიასა და ბებუას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

Print