სიახლეები
შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან
სამი საათია რაც პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის წევრებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატები შესაბამისი პროფილი კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი უწყებისა და მთლიანად მთავრობის სამოქმედო გეგმის დეტალებს წარადგენდნენ. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ მმართველი გუნდისაგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ინაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი მთავრობის შემადგენლობას ნდობის მანდატს არ აძლევს. საკომიტეტო მოსმენებზე მინისტრობის კანდიდატებმა  უკვე განხორციელებული რეფორმები და რამდენიმე ახალი ინიციტივაც წარადგინეს.
Print