
დღეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
სახალხო დამცველმა და გაეროს, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა
ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც უჩა ნანუაშვილმა ბოლო ათი თვის
სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2016
წელს, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, 13 ქალია მოკლული. ომბუდსმენმა
მთავრობას, ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის წინადადებით დღეს
კიდევ ერთხელ მიმართა.