სიახლეები
თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

კენჭისყრა შეწყდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.

თვითმმართველობის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შედეგების დათვლა დაიწყო. ზუსტად ორ საათში კი, არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება. პროცესი, მთელი დღის მანძილზე დაძაბულობის და აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა „აუდიტორია 115“- ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველი, მეექვსე, მესამე და მეორე კორპუსების პიკეტირება მოახდინეს - რას ითხოვენ აქციაში მონაწილე სტუდენტები და რა პოზიცია აქვს, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას?

 

Print