თბილისის
2017
წლის
ბიუჯეტის
განხილვა
საკრებულომ დაასრულა
და პროექტი შენიშვნებთან ერთად დედაქალაქის მერიას გადაუგზავნა.
საკრებულოს უმცირესობის წეევრებს ძირითადი შენიშვნები ჯანდაცვისა და
სოციალური საკითხების დაფინანსების შესახებ ჰქონდათ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კი ბიუჯეტის
წარმოდგენილი პროექტი ოპტიმალურია და 800 მილიონი ლარი სხვადასხვა
მიმართულებებზე საჭიროებისამებრაა განაწილებული.
მერიას საბოლოო ვარიანტის წარმოსადგენად დაახლოებით ორი კვირა
აქვს, დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად ათ დეკემბრამდე უნდა
დაუბრუნდეს