სიახლეები
სადავო შენობა მოხეში
ადიგენის რაიონში, სოფელ მოხეს ცენტრში მდებარე სადავო შენობის ირგვლივ დავა გრძელდება.
მუსლიმი თემის წარმომადგენლები ალტერნატიულ შენობასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სააგენტოს შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. მოხეში მცხოვრებმა ქართველმა მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ განცხადება გააკეთეს. მუსლიმი თემის წევრები სპეციალურად შექმნილ კომისიას უნდობლობას უცხადებენ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამუფტო სამმართველოს მიმართაც და სადავო შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემას ითხოვენ. მუსლიმი მეზობლების ამგვარ პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებენ ადიგენის რაიონში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრიასტიანები. რელიგიის საკითხთა სააგენტოს შესაბამისი კომისია 1 დეკემბერს კვლავ ახალციხეში გამართავს სხდომას.
Print