სიახლეები
Google-ი GMail-ის მომხმარებელს აფრთხილებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მორიგ განცხადებას ავრცელებს
და მოქალაქეებს აფრთხილებს. თამარ ქალდანის ორგანიზაცია იუწყება, რომ გაურკვეველი ძალები მოქალაქეების პირად მონაცემებზე წვდომას, ფეისბუკის შემდეგ, დღს უკვე ჯიმეილის საშუალებით ცდილობენ. ინსპექტორის აპარატს არგუმენტად მოჰყავს ის მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელსაც საკუთარ მომხმარებელს გუგლი უგზავნის და ატყობინებს, რომ ფოსტის პაროლზე წვდომას შესაძლოა მთავრობა ცდილობს. კორპორაციას რეკომენდაციებიც აქვს და ორმაგ ე.წ ვერიფიკაციას გვთავაზობს , რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ანგარიშზე შესასვლელად პაროლთან ერთად, ტელეფონის ნომერზე მოსული კოდი დაგვჭირდება.
Print