სიახლეები
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში
მეცხრე მოწვევის პარლამენტი მთავრობის შემდგენლობას ხვალ გამოუცხადებს ნდობას.

რამდენიმე წუთში პარლამენტის უმრავლესობა მოუსმენს გიორგი კვირიკაშილის გუნდს, ქუთაისში დღეს პრემიერობის კანდიდატიც ჩავიდა და უმცირესობას მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების ეკონომიკური გეგმა, უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გადასადგმელი ნაბიჯები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების გეგმები გააცნო.

გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დეპუტატად არჩევა მიულოცა და კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
Print