საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და და უშიშროების
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ახალ პარლამენტში მთავრობის იმ
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის
ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
უმრავლესობის პოზიციით უკმაყოფილონი არიან “ნაციონალურ
მოძრაობაში”. ინაშვილის გუნდს კი თავად კანონი მიაჩნიათ
უსარგებლოდ.