სიახლეები
ჰანეს ჰანსოს ვიზიტი
თავდაცვის მინისტრმა ლევან
იზორიამ ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა.
მხარეებმა სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას
განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატოს წევრი
ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს. ესტონეთის პარლამენტის
ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ
ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახური გააუქმეს,
თუმცა შემდეგ აღადგინეს, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში
მონაწილეობის მიღება თითოეული მოქალაქის ვალია. ჰანეს ჰანსო ქართულ
მხარეს აღნიშნული საკითხის წარმატებით განხორციელების საქმეში
მხარდაჭერას დაჰპირდა.