27 846 - ეს არის რიცხვი
რომელიც მიმდინარე წლის სამ კვარტალში ქვეყანაში ოფიციალურად
რეგისტრირებულ დანაშაულს ასახავს.
მათ შორის 743 ფაქტი სიცოცხლის
წინააღმდეგ იყო მიმართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემით
განსაკუთრებით გაზრდილია მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის
კუთხით.
სწორედ ოჯახში ძალადობის ფონზე
ქვეყანაში 13 ადამიანი მოკლეს. ჯანმრთელობის დაზიანება კი 38 პირმა
მიიღო. იუსტიციის მინისტრი ამ კუთხით დანაშაულების გამოაშკარავებას და
მიმართვიანობის ზრდას დადებით ფაქტორად მიიჩნევს.