სიახლეები
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა
აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი
თავმჯდომარე ჰყავს.
მას დავით გაბაიძე 4 წლით
უხელმძღვანელებს. გაბაიძეს მხარი მხოლოდ
თანაგუნდელებმა დაუჭირეს, ოპოზიციას კენჭისყრაში
მონაწილეობა არ მიუღია. აჭარის საკანონმდებლო ორგანო დღეს პირველად
შეიკრიბა, საკუთარი თავმჯდომარის შემდეგ მათ აჭარის მთავრობის
თავმჯდომარე და მინისტრები უნდა დაამტკიცონ. ზურაბ პატარაძე,
სავარაუდოდ, არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა მინისტრთა კაბინეტი
შეიცვალოს.