სიახლეები
ჯანელიძის ვიზიტი ბელგიაში
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში
დღეს ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სახელწოდებით „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი“. კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე რეფორმების განხორციელების პროცესში და ასევე იმ სარგებელზე, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედების შემდეგ მოიტანს.
Print