
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა
და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
გაიმართება.
სხდომაზე დღის წესრიგით ერთი
საკითხია განსახილველი. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა
და საქართველოს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმება , რომელიც „თბილისის
საჯარო სკოლების რეაბილიტაციას და ენერგოეფექტურობის გაზრდას
ითვალისწინებს. სხდომა პირველ საათზეა ჩანიშნული.