პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტი
დღეს,
ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს განიხილავს. კომიტეტი სხდომაზე გიორგი
კვირიკაშვილისთვის, კახა კალაძისთვის, გიორგი გახარიასა და სანდრა
რულოვსისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად,
პარლამენტს წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და
გიორგი გახარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველია ის,
რომ მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტის წევრობასთან
შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავეს. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან
საკუთარი სურვილით თქვა უარი, შესულიყო მე-9 მოწვევის პარლამენტში.