სიახლეები
მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღე
ტექნოპარკში მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა კავკასიაში პირველი გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალი, მწვანე მობილური აპლიკაცია   და ელექტრონული თამაში –„დაახარისხე და გადაამუშავე“  წარმოადგინეს. მობილური აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გადაიღოს გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტო და გააგზავნოს შემდგომი რეაგირების მიზნით. აპლიკაციაში შესული განაცხადები კი გადამისამართდება პასუხისმგებელ უწყებებთან, რომლებიც დაეხმარებიან საზოგადოებას პრობლემის მოგვარებაში.

Print