სიახლეები
ფარული კადრების საქმე
საქალაქო სასამართლოში ფარული კადრების საქმეზე

სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა. პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მოწმე  6 გამომძიებლი დაიკითხა. პროკურორის  განცხადებით, სხდომაზე გამომძიებლებმა მათ მიერ, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ ისაუბრეს.

საპირისპიროზე საუბრობს დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, მოწმეთა დაკითხვა მნიშვნელოვან ჩვენებებს არ იძლევა და დაკავებულების ჩხრეკისას საქმესთან შემხებლობაში არცერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი და დოკუმენტი არ არის ამოღებული.  კუდის ყოფილი თანამშრომლები ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათ სახელმწიფო ბრალდება 2011-2012 წლებში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვებას ედავება.
Print