ბრალდებულების გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შესავალი სიტყვის შემდეგ მოწმეების დაკითხვა და ახალი მტკიცებულებების განხილვა იგეგმება .გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმის გადახედვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმრთა. მიზეზად საქმეში ახალი მტკიცებულებების,ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ახალი ჩვენებები დასახელდა.
გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე სასჯელს 2006 წლიდან იხდის .მას უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2014 წელს კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა