სიახლეები
პრემიერი მარტინ შულცს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილის  პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შედგა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.

განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

Print