1 ამერიკული დოლარის შესაძენად უკვე
2 ლარი და 53 თეთრია საჭირო.
ამ ფონზე, განსაკუთრებით ყურადსაღები
მთავრობის ის ინიციატივა, რომლის მიხედვით, 35 ათას
მსესხებელს შეღავათი ერგება. მათ, ვისაც უძრავი ქონებით
უზრუნველყოფილი სესხიდან ბანკის ვალი 100 ათას ლრზე ნაკლები აქვს,
ეკონომიკური გუნდი სთავაზობს, სესხი დაუანგარიშდეთ არსებულ კურსს
მინუს ოცი პუნქტით.
შეთავაზება ნებაყოფლობითია.
კონტაქტს კომერციულ ბანკებიდან მხოლოდ საქართველოს ბანკი გამოეხმაურა,
„მივესალმებით ინიციატივას, რომელიც მიმართულია დაიცვას მსესხებელი
გაცვლითი კურსის ცვლილებებით გამოწვეული რისკისგან და მზად ვართ
მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ვიმუშაოთ დეტალებზე.“-ასეთია მათი
პოზიცია.