ბიზნესინფორმაციის სააგენტოს
"ბიას" განახლებული ბრენდის პრეზენტაცია
რებრენდინგის ფარგლებში შეიცვალა "ბიას" ლოგო და საფირმო სტილი. განახლდა ვებ-გვერდი,რაც სააგენტოს დირექტორის აიეტ კუკავას თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გაუადვილდეს საჭიროებაზე მორგებული მომსახურება. ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო "ბია" რომელიც ინოვაციური პროდუქტია საქართველოს ბიზნეს ინფორმაციის სფეროში, ბაზარზე უკვე 14 წელია არსებობს.