წყალმომარაგების კომპანია ცაგერში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ვაჟა ფშაველას და წერეთლის ქუჩების 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია წყლის ახალი მილების განთავსება და შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ათეულობით ოჯახს წყალმომარაგების შეფერხებით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება და წყალს სტაბილურად, გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.