სიახლეები
საფრანგეთის ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის  შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

 

ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს შს მინისტრი შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა, მათ შორის, პირდაპირი კონტაქტების, პოლიციის ატაშესა და ინტერპოლის მეშვეობით.

 

Print